თუ გსურთ, რომანტიკული ვახშამი მოაწყოთ ან, უბრალოდ, თქვენს პარტნიორს ენერგია შემატოთ, წარმოგიდგენთ „საიდუმლო იარაღს" - ეს არის სალათები, აფროდიზიაკის შემცველი პროდუქტებით, რომლებიც ორგანიზმს აღაგზნებს.
თუ გსურთ, სექსით ხანგრძლივად და ხშირად დაკავდეთ, ეს, პრეპარატების გარდა, კვებითაც შესაძლებელია. მაშ ასე:
1. ბოსტნეულის სალათა
* ბოლოკი - 1 ცალი
* ჭარხალი - 1 ცალი
* სტაფილო - 1 ცალი
* კიტრი - 1 ცალი
* გოგრა - 3/4
* ჟელატინი - 50 გრ
* წყალი - 0,5 ლიტრი
მომზადების წესი:
ბოსტნეულისგან ამოჭერით ეროტიკული ფორმები და ჩააწყვეთ ცხელ წყალში. დადგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ დაახლოებით 5-6 წუთი. შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და დაელოდეთ მის შეგრილებას. ფიგურები ფრთხილად ამოიღეთ ქვაბიდან, გემოვნებით მოაყარეთ მარილი, ცოტაოდენი წყალი და 50გრ ჟელატინი (ჟელატინი ჩაყარეთ ბოსტნეულის ნახარშში, შედგით ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე). მიღებული მასა ბოსტნეულს ლამაზად მოასხით და გემრიელად მიირთვით.
2. კლეოპატრას სალათა
* ბოლოკი - 1 ცალი
* ქერი - 1 ს/კ
* ვაშლი - 1 ცალი
* ასკილი - 2 ცალი
* არაჟანი - 1/2 ს/კ
* ნიორი - 2 კბილი
მომზადების წესი:
კარგად გარეცხილი ქერი ჩაალბეთ წყალში 1-2 საათით და მოადუღეთ. როგორც კი ქერი შეგრილდება, დაამატეთ გახეხილი ბოლოკი, დაჭრილი ვაშლი და ასკილი, ბოლოს დაამატეთ არაჟანი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად მოურიეთ და მიირთვით.
3. სალათა ნივრითა და ჭარხლით
* ჭარხალი - 3 ცალი
* ნიორი - 5 ცალი
* ლიმონის წვენი - 1 ს/კ
* ნიგოზი - 10 ცალი
* მაიონეზი - 3 ს/კ
* მწვანილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
დანაყილ ან დაბლენდერებულ ნიორს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და გახეხილი უმი ჭარხალი. მოასხით მაიონეზი, ლიმონის წვენი და გაალამაზეთ მწვანილებით.
4. მწვანე ხახვი ნიგვზით
* მწვანე ხახვი - 200 გრ
* ნიგოზი - 2 ს/კ
* მაიონეზი - 2 ს/კ
* მცენარეული ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი გადაურიეთ დაქუცმაცებულ ნიგოზს. დაამატეთ მცენარეულ ზეთში გახსნილი მაიონეზი. კარგად გადაურიეთ და მიირთვით.
5. ბოსტნეულთან მოთუშული ნიახური
* ნიახური - 150 გრ
* სტაფილო - 40 გრ
* მწვანე ხახვი - 30 გრ
* პომიდორი - 50 გრ
* ხორცის ბულიონი - 50 გრ
* კარაქი - 25 გრ
* შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
კარგად გასუფთავებული ნიახურის ძირები გარეცხეთ და დაჭერით გრძლად. დაამატეთ დაჭრილი სტაფილო და მწვანე ხახვი. პომიდორს გააცალეთ კანი და დაჭერით ოთხად. დაჭრილი პროდუქტები გადაიტანეთ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე. დაამატეთ მარილი, პილპილი, ხორცის ბულიონი და მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 1 საათი.
www.funtime.ge