Quantcast
Channel: დიასახლისის კუთხე - lady.mcvane.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 803

ვაშლის სამარხვო ნამცხვარი

$
0
0
ვაშლის სამარხვო ნამცხვარი - ფხვიერი და გემრიელი

ინგრედიენტები:

* ვაშლი - 1-1,5 კგ
* მანის ბურღული - 1 ჭიქა
* ფქვილი - 1 ჭიქა
* შაქარი - 1 ჭიქა
* გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
* დარიჩინი - 1 ჩ/კ
* სახამებელი - 2 ჩ/კ
* ზეთი - წასასმელად

მომზადების წესი:

ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით და ამოაცალეთ გულები. გახეხეთ მსხვილად.

ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: მანი, ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, სახამებელი, დარიჩინი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ გატარებული ნიგოზი.

გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა და წაუსვით ზეთი.

მოაყარეთ მშრალი მასის ნახევარი დაახლოებით 0,5 სმ სიმაღლეზე და მოასწორეთ. ზემოდან გაანაწილეთ იგივე სისქის გახეხილი ვაშლი, შემდეგ გაიმეორეთ მშრალი მასა, მერე კვლავ ვაშლი და ასე გააგრძელეთ... ბოლო ფენა უნდა იყოს მშრალი.

გააჩერეთ 15-20 წუთი რომ გაუჯდეს ერთმანეთს, შემდეგ აცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.

მზა ნამცხვარი გამოიღეთ ღუმელიდან, გააჩერეთ, რომ გაცივდეს და დაჭერით.

www.info9.ge

Viewing all articles
Browse latest Browse all 803

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>