Quantcast
Channel: დიასახლისის კუთხე - lady.mcvane.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 803

სწრაფი ხაჭაპური ფენოვანი ცომით

$
0
0
ინგრედიენტები:

* ბრინზა ან ცხიმიანი ხაჭო - 250 გ
* ყველი (მაგარი სახეობის) - 250 გ
* ფენოვანი ცომი - 500 გ
* კვერცხი - 1 ცალი
* მარილი - 1/2 ჩ/კ

მომზადების წესები:


მოამზადეთ გულსართი: გახეხეთ მაგარი სახეობის ყველი და თუ ბრინზას იყენებთ, ისიც. თუ არადა, შეურიეთ ცხიმიანი ხაჭო.

ათქვიფეთ ჩანგლით ცალკე ჯამში კვერცხი მარილთან ერთად. ნახევარი დაუმატეთ ყველის მასას და აურიეთ.

გააბრტყელეთ ფენოვანი ცომის ჯერ ერთი ფირფიტა დაახლოებით 2-3 მმ სისქეზე.

გადაიტანეთ ცომი ღუმელის გამოსაცხობ კარაქწასმულ ფირფიტაზე და გაანაწილეთ მასზე ყველის მასა.

გააბრტყელეთ ცომის მეორე ფირფიტა და დააფარეთ ყველის მასას.

მოუკარით კიდეები კარგად, რათა ყველი არ გამოვიდეს ცომიდან.

ჩაჭერით ცომის ზედაპირი ისე, რომ ბოლო ფირფიტა არ გაიჭრას. ეს იმისათვის, რომ გამომგცხვარი ხაჭაპურის დაჭრა გაგიადვილდეთ.გადაუსვით ზედაპირზე დარჩენილი ათქვიფილი კვერცხი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-10 წუთით, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!

www.gemrielia.ge

Viewing all articles
Browse latest Browse all 803

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>