ყვავილთა დედოფლად წოდებული ვარდის გამრავლების მრავალი ხერხი არსებობს. ყველაზე ადვილია გვიან შემოდგომით და ადრე გაზაფხულზე, უფრო თებერვლის შუა რიცხვებიდან გასხვლა და კალმების გაკეთება. ტოტზე უნდა დავტოვოთ 4-5 კვირტი და წვეროს მიმართულების დაცვით ჩავარჭოთ კარგად განოყიერებულ ნიადაგში. კალამი აუცილებლად გაიხარებს, ოღონდ თუ გვინდა გარანტირებული იყოს საბოლოო შედეგი, მეორე ან მესამე წელს გადავრგოთ უკვე კარგად დაფესვიანებული ნერგი.
gavamravlot ardi dakalmebit mebageoba yvavilebis movla gazrda rchevebi